ზიდანი მადრიდის რეალის ახალგაზრდული გუნდის მატჩს დაესწრო

ფრანგი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი, რომელიც ამჟამად უმუშევარია, მადრიდის "რეალის" ახალგაზრდული გუნდისა და "ატლეტიკო B"-ის მატჩს დაესწრო.
ამის შესახებ Footmercato-ს ჟურნალისტები იუწყებიან. როგორც წყარო აღნიშნავს, ზიდანი შეხვედრაზე მეუღლესთან და უფროს ვაჟთან, ენცოსთან ერთად მივიდა.
ოთხი ტურის შემდეგ მადრიდის "რეალის" ახალგაზრდულ გუნდს ხუთი ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა.
ოთხი ტურის შემდეგ მადრიდის "რეალის" ახალგაზრდულ გუნდს ხუთი ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა.