ავტორიზაცია

ატლეტიკომ სიმეონეს შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

ატლეტიკომ სიმეონეს შესახებ გადაწყვეტილება მიიღო
თარიღი 19 Sep 2023, 14:09
მადრიდის "ატლეტიკოს" მფლობელებმა გუნდის მთავარი მწვრთნელის დიეგო სიმეონეს მომავალზე გადაწყვეტილება მიიღეს. 

როგორც El Chiringuito იტყობინება, "ატლეტიკოში" არგენტინელ მწვრთნელთან 2026 წლამდე შრომითი ხელშეკრულების გახანგრძლივება გადაწყვიტეს.

დიეგოს მოქმედი კონტრაქტი მადრიდულ კლუბთან მიმდინარე სეზონის ბოლომდეა ძალაში.