პროვედელი გახდა მხოლოდ მეორე მეკარე, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაიტანა

"ლაციოს" მეკარე ივან პროვედელმა სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურის მატჩში მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ ანგარიში გაათანაბრა.
ეს მოხდა თამაშის ბოლოს - დამატებული დროის მეხუთე წუთზე, შეხვედრა კი ფრედ 1:1 დასრულდა.
Opta Sports-ის ცნობით, პროვედელი გახდა მხოლოდ მეორე მეკარე, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაიტანა.
Opta Sports-ის ცნობით, პროვედელი გახდა მხოლოდ მეორე მეკარე, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაიტანა.
თუ გოლებს პენალტიდან არ ავიღებთ, მაშინ ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ ბელგიელმა სტანდარტის მეკარე სინან ბოლატმა გაიტანა - 2009 წელს მან "ალკმაარს" გაუტანა. ის თამაშიც, სხვათა შორის, ფრედ – 1:1 დასრულდა.