ავტორიზაცია

რონალდუმ შესაძლოა მონაწილეობა მიიღოს World Wrestling Entertainment-ის ღონისძიებაში

რონალდუმ შესაძლოა მონაწილეობა მიიღოს World Wrestling Entertainment-ის ღონისძიებაში
თარიღი 20 სექ 2023, 12:00
საუდის არაბეთის "ალ-ნასრის" ცენტრ ფორვარდს, კრიშტიანუ რონალდუს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამერიკული პრომოუშენის World Wrestling Entertainment-ის ღონისძიებაში. ამის შესახებ Mundo Deportivo-ს ჟურნალისტები იუწყებიან.

პორტუგალიელი ფეხბურთელის შემოყვანით ლიგას სურს გააფართოვოს თავისი გავლენა საუდის არაბეთის ბაზარზე. 

ღონისძიება მიმდინარე წლის 4 ნოემბერს არის დაგეგმილი. WWE-ს ხელმძღვანელები მზად არიან შესთავაზონ კრიშტიანოს მნიშვნელოვანი ჯილდო ტურნირზე დასასწრებად.

მიმდინარე სეზონში პორტუგალიელმა ფორვარდმა საუდის არაბეთის ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღო ხუთ მატჩში, რომელშიც შვიდი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.