ავტორიზაცია

იბრაჰიმოვიჩი შესაძლოა მილანის მწვრთნელი გახდეს

იბრაჰიმოვიჩი შესაძლოა მილანის მწვრთნელი გახდეს
თარიღი 20 სექ 2023, 15:29
ვეტერანმა შვედმა თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რომელმაც კარიერის დასრულება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, შესაძლოა სამწვრთნელო კარიერა დაიწყოს.

La Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტების ცნობით, "მილანი" გუნდის მთავარი მწვრთნელის სტეფანო პიოლის ასისტენტის თანამდებობაზე სკანდინავიელ კანდიდატს განიხილავს. 

აღსანიშნავია, რომ ასევე განიხილება სხვა პოზიციები "როსონერის" სტრუქტურაში.

ბოლო მატჩში მილანური კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე საკუთარ მოედანზე "ნიუკასლს" შეხვდა. თამაში ფრედ, 0:0 დასრულდა.