ავტორიზაცია

ივან პერიშიჩისთვის სეზონი დასრულდა

ივან პერიშიჩისთვის სეზონი დასრულდა
თარიღი 20 სექ 2023, 17:14
"ტოტენჰემის" შემტევმა ნახევარმცველმა ივან პერიშიჩმა ვარჯიშის დროს მარჯვენა მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა. 

ტრავმის შემდეგ ფეხბურთელს დიდი დრო დასჭირდება გამოჯანმრთელებისთვის. დიდია ალბათობა იმისა, რომ პერიშიჩი 2023/2024 წლების სეზონში აღარ ითამაშებს. 

ამჟამად "ტოტენჰემი" ინგლისის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. ანჟ პოსტეკოღლუს გუნდი მანჩესტერ "სიტის" ორი ქულით ჩამორჩება.