ოსიმენი: "მოედნის გოლის გარეშე დატოვება ჩემთვის უცნაურია"
"ნაპოლის" ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გახსნის ტურში პორტუგალიურ "ბრაგასთან" მატჩის შესახებ ისაუბრა.
ნეაპოლელებმა სტუმრად ანგარიშით 2:1 მოიგეს.
"ჩემთვის მოედნის გოლის გარეშე დატოვება უცნაურია. მე ფორვარდი ვარ და ფორვარდები გოლებით ცხოვრობენ.
"ჩემთვის მოედნის გოლის გარეშე დატოვება უცნაურია. მე ფორვარდი ვარ და ფორვარდები გოლებით ცხოვრობენ.
მაგრამ არ ვიტყვი, რომ ეს ძალიან მაწუხებს. მე მზად ვარ ასეთი მომენტებისთვის. გუნდის დაეხმარება არა მხოლოდ გოლებით, არამედ სხვა ქმედებებითაც შეიძლება. “, - ციტირებს უეფას პრესსამსახური ნიგერიელი თავდამსხმელის სიტყვებს.