ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედში ტენ ჰაგის მიმართ უკმაყოფილება იზრდება

მანჩესტერ იუნაიტედში ტენ ჰაგის მიმართ უკმაყოფილება იზრდება
თარიღი 22 სექ 2023, 17:45
მანჩესტერ "იუნაიტედმა" ახალი სეზონი ცუდად დაიწყო და გუნდში მთავარი მწვრთნელის, ერიკ ტენ ჰაგის მიმართ უკმაყოფილება იზრდება. 

Manchester Evening News-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ზოგიერთი მოთამაშე თვლის, რომ ტენ ჰაგს ჰყავს ფავორიტები გუნდში, რომლებსაც ის არ აკრიტიკებს სხვა მოთამაშეებისგან განსხვავებით.

ასევე აღნიშნულია, რომ ზოგიერთი მოთამაშე ეჭვქვეშ აყენებს ნიდერლანდელის ტაქტიკურ გადაწყვეტილებას.

ინგლისის ჩემპიონატის მომდევნო მატჩს მანჩესტერ "იუნაიტედი" შაბათს, 23 სექტემბერს "ბარნლისთან" გამართავს.