ავტორიზაცია

მადრიდის რეალი პირველი სპორტული კლუბია, რომელსაც სოციალურ ქსელებში 500 მილიონი გამომწერი ჰყავს

მადრიდის რეალი პირველი სპორტული კლუბია, რომელსაც სოციალურ ქსელებში 500 მილიონი გამომწერი ჰყავს
თარიღი 23 Sep 2023, 07:54
მადრიდის "რეალმა" მიაღწია 500 მილიონ გამომწერს ყველა ოფიციალურ სოციალურ მედიაში.

როგორც მადრიდის "რეალის" პრესსამსახური Blinkfire-ზე დაყრდნობით იტყობინება, "ბლანკოსი" გახდა პირველი სპორტული ორგანიზაცია მსოფლიოში, რომელსაც ნახევარი მილიონი გამომწერი ჰყავს.

მადრიდულ კლუბს აქვს 37 ოფიციალური ანგარიში. ესპანურ კლუბს ასევე აქვს მსოფლიოში ყველაზე ნახვადი ვებ-გვერდი, თვეში საშუალოდ 8,9 მილიონი ვიზიტორით.