ავტორიზაცია

გაყიდული მაისურების მხრივ ლივერპულს მოულოდნელი ლიდერი ჰყავს

გაყიდული მაისურების მხრივ ლივერპულს მოულოდნელი ლიდერი ჰყავს
თარიღი 23 Sep 2023, 10:03
"ლივერპულის" ფან-შოპის ოფიციალურმა გვერდმა სოციალურ ქსელებში 29 მაისიდან 10 სექტემბრის ჩათვლით მაისურების გაყიდვების სტატისტიკა გამოაქვეყნა. 

ამ მონაცემის მიხედვით ლიდერია "მერსისაიდელთა" გუნდის ახალწვეული დომინიკ სობოსლაი, რომელიც კლოპის გუნდს ზაფხულში გერმანული "ლაიფციგი"-დან 70 მილიონ ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

მეორე ადგილს ეგვიპტელი ფორვარდი მოჰამედ სალაჰი იკავებს. მაისურების გაყიდვების ტოპ 3-ს კი "ლივერპულის" კიდევ ერთი ახალწვეული ალექსის მაკ ალისტერი ხურავს.

შეგახსენებთ, რომ "ლივერპული" მომდევნო მატჩს 24 სექტემბერს ლონდონის "ვესტ-ჰემთან" გამართავს.