ავტორიზაცია

რუდი გარსია კვარაცხელიაზე: "თუ ეს იქნება აკვიატება, ამ შემთხვევაში გოლს ვერ გაიტანს"

რუდი გარსია კვარაცხელიაზე: "თუ ეს იქნება აკვიატება, ამ შემთხვევაში გოლს ვერ გაიტანს"
თარიღი 23 Sep 2023, 16:24
ხვალ, იტალიის სერია A-ს მე-5 ტურში "ნაპოლი" სტუმრად "ბოლონიას" დაუპირისპირდება. 

მატჩის წინ ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ პრესკონფერენცია გამართა.

ფრანგმა სპეციალისტმა სხვა თემებთან ერთად ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა.

"იმედი მაქვს, რომ კვარა მალე შეძლებს გოლის გატანას, მას ველაპარაკე: თუ მხოლოდ გოლზე იქნება კონცენტრირებული და ეს იქნება აკვიატება, ამ შემთხვევაში გოლს ვერ გაიტანს. 

კვარამ უნდა ითამაშოს თავისი თამაში, ცივი გონებით, სიამოვნება უნდა მიიღოს შეტევაში თამაშისგან, მაგრამ ასევე დაცვით ფაზაში მოქმედებით, ეს ეხება ყველას, ასე შეძლებს გოლის გატანას და თავდაჯერებაც დაბრუნდება",- თქვა რუდი გარსიამ.