ავტორიზაცია

სირცხვილს გადავურჩით! საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიასთან მატჩი ჩააგდო

სირცხვილს გადავურჩით! საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიასთან მატჩი ჩააგდო
თარიღი 23 სექ 2023, 18:10
2023 წლის მსოფლიო თასზე საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების მატჩი 18:18 დასრულდა.

საქართველოს ნაკრები პირველ ტაიმში პორტუგალიელებს ყველა კომპონენტში სჯობდა და საბოლოო ჯამში 13:5 გაიმარჯვა.

მეორე ნახევარში სიტუაცია სრულად შეიცვალა. მატჩის ბოლო წუთებამდე მეტოქე გუნდი 13:18 იგებდა, თუმცა 79-ე წუთზე ზამთარაძის ლელოს წყალობით სირცხვილს გადავურჩით.

ზამთარაძის ლელოს შემდეგ მოგებაც შეგვეძლო, მაგრამ მატკავამ გარდასახვა ვერ გამოიყენა. რასაც უკვე პორტუგალიელთა შანსი მოჰყვა, 

საქართველო - პორტუგალია 18:18 (13:5)

ქულები: 5:0 ტაბუცაძე (2), 7:0 აბჟანდაძე (2), 10:0 აბჟანდაძე (16), 13:0 აბჟანდაძე (33), 13:5 სტორტი (35), 13:8 მარკეში (49), 13:11 მარკეში (54), 13:16 სტორტი (58), 13:18 მარკეში (59), 18:18 ზამთარაძე (78)

ლევან მაისაშვილის გუნდი მორიგ მატჩს 30 სექტემბერს ფიჯის დაუპირისპირდება.