ავტორიზაცია

ინტერი შესაძლოა 1,3 მილიარდ ევროდ გაიყიდოს

ინტერი შესაძლოა 1,3 მილიარდ ევროდ გაიყიდოს
თარიღი 24 Sep 2023, 14:15
Tuttosport-ის ცნობით, მილანის "ინტერმა" შესაძლოა უახლოეს მომავალში მფლობელი შეიცვალოს. 

Investcorp მზადაა იტალიურ კლუბში 1,3 მილიარდი ევრო გადაიხადოს.

ეს ფონდი ოფიციალურად ბაჰრეინს ეკუთვნის, მაგრამ კაპიტალის მნიშვნელოვანი ნაწილი საუდის არაბეთის წარმომადგენლების მფლობელობაშია.

"ნერაძურიმ" მომავალ გაზაფხულზე 400 მილიონი ევროს ოდენობის სესხი უნდა დაფაროს. კლუბის მფლობელი სტივენ ჟანგი არჩევანის წინაშე დგას გუნდი გაყიდოს ან სესხის რეფინანსირება მოახდინოს.