"რატომ შევცვალე კვარაცხელია და ოსიმენი?" - გარსიას კომენტარი
იტალიის ჩემპიონატში გამართული მატჩი "ბოლონიასა" და "ნაპოლის" შორის უგოლო ფრედ დასრულდა.
მატჩის შემდეგ კომენტარი ნეაპოლელთა თავკაცმა გარსიამ გააკეთა, რომელმაც ოსიმენისა და კვარაცხელიას შეცვლის მიზეზებზე ისაუბრა.
"რატომ შევცვალე კვარაცხელია და ოსიმენი? ვფიქრობ, სკამზე ისეთი დონის მოთამაშეები გვყავს, ვისაც თამაშში კარგად ჩართვა შეუძლიათ. 9 დღეში 4 თამაში გვაქვს და ძალების გადანაწილებაა საჭირო.
კვარაცხელიამ პირველი 45 წუთი დიდებულად ითამაშა, რასაც ვერ დავუკარგავთ, მაგრამ მის გარდა შეტევაში სხვა ოფციებიც მაქვს.
ოსიმენმა პენალტი გააფუჭა, მაგრამ არაუშავს, ეს ფეხბურთელია. მან 83 წუთი ითამაშა, რაც სრულიად საკმარისია და ამის გამო, უკმაყოფილება არ უნდა გამოხატო. ამაზე მას ვესაუბრები", - განაცხადა გარსიამ.