ავტორიზაცია

"გუნდში ცუდი სიტუაციაა და უნდა დავილაპარაკოთ", - დი ლორენცო კვარაცხელიას და ოსიმენის საკითხზე

"გუნდში ცუდი სიტუაციაა და უნდა დავილაპარაკოთ", - დი ლორენცო კვარაცხელიას და ოსიმენის საკითხზე
თარიღი 25 სექ 2023, 02:19
"ნაპოლიში" მიმდინარე მოვლენებს ამ გუნდის კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო ეხმაურება. სერია ა-ს გასულ ტურში ნეაპოლელებმა კვლავ ვერ მოიგეს და "ბოლონიასთან" უგოლო ფრე ითამაშეს.

რუდი გარსიამ 83-ე წუთზე ოსიმენი შეცვალა, რაზეც ნიგერიელი გაცხარდა. წინა მატჩში კი ამავე მიზეზიც კვარაცხელია გაბრაზდა.

"არის რაღაცეები, რაც გარეთ არ უნდა გამოვიდეს და უშუალოდ გასახდელში გადაწყდეს. ფაქტია, გუნდში კარგი სიტუაცია არ არის და ეს მალე უნდა გამოსწორდეს.

ხვალ ერთად შევიკრიბებით და დავილაპარაკებთ, ფეხბურთელებიც და მწვრთნელიც. უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ განვვითარდეთ.

დიდი ხანია თამაში არ მოგვიგია და აუცილებელია, რომ გუნდში სიტუაცია გამოსწორდეს, რათა მოგებები დავიწყოთ", - განაცხადა დი ლორენცომ.