Il Mattino: ნაპოლიმ შესაძლოა ოსიმენი დააჯარიმოს
გუშინ, ნეაპოლური გუნდის ნიგერიელ ფორვარდს ვიქტორ ოსიმენს "ბოლონიას" წინააღმდეგ (0:0) 86-ე წუთზე შეცვლაზე ხისტი რეაქცია ჰქონდა.
ცნობილი ნეაპოლური გამოცემა Il Mattino არ გამორიცხავს, რომ ნიგერიელის საქციელმა ფეხბურთელის დაჯარიმება გამოიწვიოს.
გამოცემა წერს: "ოსიმენის ჟესტი ზედმეტად დრამატული იყო იმისთვის, რომ სწრაფად დავიწყებას მიეცეს. ჯერ ხელი პირზე და შემდეგ ზემოთ აღმართული ორი თითი, ნიშნად იმისა, რომ "ნაპოლის" შეეძლო ორი ფორვარდით ეთამაშა.
თითქოს მთავარი მწვრთნელი ვიქტორი იყო და არა რუდი გარსია. ამას მოჰყვა ქურთუკის სათადარიგო სკამზე დაგდება, რაც ნერვიულობის კიდევ ერთი ნიშანია",- წერს გამოცემა.