ტენ ჰაგმა სანჩოს მანჩესტერის ბაზაზე გამოაცხადება აუკრძალა, მათ შორის - სასადილოშიც კი
როგორც იცით, ტენ ჰაგსა და ჯეიდონ სანჩოს შორის ღია კონფლიქტია გაჩაღებული.
„არსენალთან" წაგებული (1:3) მატჩის შემდეგ, ნიდერლანდელმა სპეციალისტმა სანჩოს ცუდად ვარჯიშში დასდო ბრალი და მისი განაცხადში ვერ მოხვედრა სწორედ ამას დააბრალა, რასაც ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში პოსტით უპასუხა და თქვა, რომ დიდი ხანია, უსამართლოდ, მისი სახით გუნდში განტევების ვაცი ჰყავთ ნაპოვნი.
საბოლოოდ, ინგლისელმა აღნიშნული პოსტი წაშალა, მაგრამ მწვრთნელი ბოდიშის მოხდას ითხოვს.
Mirror-ის ინფორმაციით, სანჩოს „მანჩესტერ იუნაიტედის" ბაზაზე შესვლა აუკრძალეს, მათ შორის - სასადილოშიც კი.
ერთადერთი გზა, სანჩოსთვის გუნდში დასაბრუნებლად - ბოდიშის მოხდაა. ფეხბურთელი ამ დრომდე ამაზე კატეგორიულ უარს აცხადებს, თუმცა თანაგუნდელებმა კარიერის გადასარჩენად ამის გაკეთება ურჩიეს.