ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედის მოთამაშეებმა სანჩოს კარიერის გადასარჩენად ტენ ჰაგისთვის ბოდიში მოხდა ურჩიეს

მანჩესტერ იუნაიტედის მოთამაშეებმა სანჩოს კარიერის გადასარჩენად ტენ ჰაგისთვის ბოდიში მოხდა ურჩიეს
თარიღი 26 Sep 2023, 04:36
მანჩესტერ "იუნაიტედის" ინგლისელ გარემარბს ჯეიდონ სანჩოს თანაგუნდელებმა მოუწოდეს გუნდის მთავარი მწვრთნელის ერიკ ტენ ჰაგისთვის ბოდიში მოეხადა.

ESPN-ის ცნობით, "წითელი ეშმაკების" მოთამაშეები: მარკუს რაშფორდი, ლუკ შოუ და ჰარი მაგუაიერი ცდილობდნენ სიტუაციის მოგვარებას. მათ ჯეიდონს ურჩიეს ბოდიში მოეხადა მთავარ მწვრთნელს, რათა ფეხბურთელს მანჩესტერ "იუნაიტედში" კარიერის გადარჩენა მოეხდინა. 

აღსანიშნავია, რომ დისკვალიფიკაციის შემდეგ სანჩოს აეკრძალა პირველი გუნდის ყველა შენობაში ყოფნა, მათ შორის გასახდელში და სასადილოში. ის ინდივიდუალურად ვარჯიშობს კლუბის აკადემიის მოედანზე და თანაგუნდელებთან მხოლოდ მინიმალური ინტერაქციის უფლება აქვს.

აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელი მზადაა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში მანჩესტერ "იუნაიტედი" დატოვოს. მისი კონტრაქტი კლუბთან 2026 წლამდეა გათვლილი.