იუვენტუსი პოგბას შემცვლელად ორ ფეხბურთელს მოიაზრებს
ტურინის „იუვენტუსი" „ტოტენჰემის" ნახევარმცველის, პიერ-ემილ ჰოიბიერგით ინტერესდება.
ტურინელები დანიელი შუახაზელის ტრანსფერს გასულ ზაფხულსაც განიხილავდნენ, როცა მისი არტურზე გაცვლის ვარიანტი არსებობდა, თუმცა საბოლოოდ ბრაზილიელი „ფიორენტინაში" გადავიდა იჯარით.
ახლა, „იუვე" ჰოიბიერგს პოლ პოგბას შემცვლელად განიხილავს - ფრანგი დოპინგ ტესტის ჩაგდების გამო დროებით დისკვალიფიცირებულია.
„ტოტენჰემის" ფეხბურთელის გარდა, „იუვეს" ინტერესთა სფეროში ლეგენდარული ლილიამ ტურამის უმცროსი შვილი, კეფრენ ტურამიც მოხვდა, რომლითაც გასულ ზაფხულს „ლივერპული" ინტერესდებოდა.