ავტორიზაცია

იუვენტუსმა შესაძლოა პოგბა დანიელი ნახევარმცველით შეცვალოს

იუვენტუსმა შესაძლოა პოგბა დანიელი ნახევარმცველით შეცვალოს
თარიღი 26 სექ 2023, 12:12
ლონდონის "ტოტენჰემის" ნახევარმცველმა პიერ-ემილ ჰოიბერგმა შესაძლოა ინგლისი დატოვოს და იტალიაში გადავიდეს. 

Corriere dello Sport-ის ჟურნალისტების ცნობით, ტურინის "იუვენტუსი" 28 წლის ფეხბურთელის მომსახურებით არის დაინტერესებული.

"ბებერი ქალბატონის" ბანაკში განიხილავენ ჰოიბერგის კანდიდატურას, როგორც პოლ პოგბას ალტერნატივას, რომელიც დოპინგის მოხმარებაშია ბრალდებული.

დანიელი ლონდონურ გუნდში 2020 წლის ზაფხულიდან თამაშობს. მხარეებს შორის არსებული კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში ეწურება.