ბალოტელი: "ოსიმენი და კვარაცხელია მოედნიდან მშვიდად რომ გასულიყვნენ, უფრო გამიკვირდებოდა"
იტალიელი ფეხბურთელი მარიო ბალოტელი "ნაპოლიში" მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და რუდი გარსიას იცავს.
მოგეხსენებთ, გარსაის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ჯერ კვარაცხელია იყო, შემდეგ კი ოსიმენი, როცა ორივე მათგანი შეცვალეს.
"გარსია ძალიან კარგი მწვრთნელია. ბევრ სპეციალისტთან მიმუშავია, მაგრამ ის ერთ-ერთი საუკეთესოა. მწვრთნელი გარდა, ის კარგი პიროვნებაცაა.
რაც შეეხება წინა მატჩის მომენტს, ანგარიში 0:0 იყო, ოსიმენმა პენალტი გააფუჭა და მას სურდა, რომ ეს შეცდომა გამოესწორებინა, ასეთ დროს ფორვარდის მესმის.
ზოგადად, კვარაცხელია და ოსიმენი მოედნიდან მშვიდად რომ გასულიყვნენ, ის უფრო გამიკვირდებოდა. რახან გაბრზადნენ, იმას ნიშნავს, რომ თამაშს და მოგებას მოწყურებულები არიან", - განაცხადა ბალოტელიმ.