ერთი კანდიდატი გამოიკვეთა: ვინ შეცვლის გარსიას ნაპოლიდან წასვლის შემთხვევაში?
იტალიის მოქმედი ჩემპიონი "ნაპოლი" მიმდინარე სეზონში ცუდ შედეგებს აფიქსირებს და რუდი გარსიას გუნდიდან წასვლაზე ბევრი იწერება.
ამასთან ერთად, გუნდში არეული სიტუაციაა, ოსიმენი და კვარაცხელია მწვრთელი გადაწყვეტილებებით უკმაყოფილოები არიან.
თუ ასე გაგრძელდა, დიდი ალბათობით, გარსია "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს.
იტალიური La Gazzetta dello Sport-ს ცნობით, გარსიას შეცვლის მთავარ კანდიდატად იგორ ტუდორი განიხილება.
ასევე სახელდება "პსჟ"-ს ყოფილი მთავარი მწვრთნელის კრისტოფ გალტიეს კანდიდატურაც.
აქტუალურია ანტონიო კონტეს კანდიდატურაც, თუმცა "ნაპოლის" პრეზიდენტს 4-3-3 სათამაშო სქემის შეცვლა არ სურს, ამიტომ ეს კანდიდატურა ყველაზე ნაკლებად რეალურია.