ავტორიზაცია

ოსიმენმა ინსტაგრამზე ნაპოლის მაისურით ფოტოები წაშალა

ოსიმენმა ინსტაგრამზე ნაპოლის მაისურით ფოტოები წაშალა
თარიღი 27 Sep 2023, 11:23
"ნაპოლის" და ნიგერიელ ფორვარდ ვიქტორ ოსიმენს შორის სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ფეხბურთელის მხარემ შესაძლოა კლუბს უჩივოს.

ამის მიზეზი შესაძლოა გახდეს ფეხბურთელის დამცინავი ვიდეოები, რომელიც ბოლო დღეების მანძილზე "ნაპოლის" ოფიციალურ ტიკ-ტოკ გვერდზე გამოქვეყნდა და შემდეგ წაიშალა. ერთ-ერთი ვიდეო ბოლო მატჩში პენალტს ეხება, რომელიც ნიგერიელმა ვერ გამოიყენა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ოსიმენი კლუბის მხრიდან ბოდიშს მოითხოვს.

აღსანიშნავია, რომ ვიქტორმა ინსტაგრამის პირად გვერდზე "ნაპოლის" მაისურით გამოქვეყნებული თითქმის ყველა ფოტო წაშალა. თავდამსხმელს მხოლოდ სერია A-ს ახალი სეზონის სტარტზე 20 აგვისტოს დადებულო ფოტო არ წაუშლია.