ავტორიზაცია

არსენალს ტონის სანაცვლოდ 90 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს

არსენალს ტონის სანაცვლოდ 90 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს
თარიღი 27 სექ 2023, 14:53
ლონდონის "არსენალმა" "ბრენტფორდის" თავდამსხმელის ივან ტონის სატრანსფერო ფასი გაარკვია. 

ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემის The Times-ის ცნობით, "მეთოფეებს" ინგლისელი ფორვარდის შეძენის სურვილის შემთხვევაში 90 მილიონი ევროს დახარჯვა მოუწევთ.

ტონი ამჟამად დისკვალიფიკაციას იხდის ფსონების განთავსების გამო, ამის გამო ფორვარდი იანვრამდე მატჩებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. 

შეგახსენებთ, რომ წინა სეზონში ტონიმ ინგლისის პრემიერ ლიგაში 20 გოლი გაიტანა.