ავტორიზაცია

𝐁𝐑𝐄𝐀𝐊𝐈𝐍𝐆: ნაპოლი ოსიმენთან კონფლიქტის თაობაზე ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს

𝐁𝐑𝐄𝐀𝐊𝐈𝐍𝐆: ნაპოლი ოსიმენთან კონფლიქტის თაობაზე ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს
თარიღი 28 Sep 2023, 22:18
„ნაპოლიმ“ ვიქტორ ოსიმენთან კონფლიქტის თაობაზე ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა.

როგორც იცით, ნიგერიელმა ფორვარდმა სოციალურ ქსელში კლუბის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოები დამცირებად აღიქვა და სასამართლოში სარჩელის შეტანაზე დაიწყო ფიქრი.

„საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“ სურს, საქმის ყველანაირი გართულება აირიდოს თავიდან და ხაზი გაუსვას, რომ არასდროს არ ჰქონია მიზნად ვიქტორ ოსიმენის დამცირება ან დაცინვა, ის ჩვენი კლუბის საგანძურია.

ამის მტკიცებულებად შეგვიძლია გავიხსენოთ ის, რომ ზაფხულში, კლუბს ოსიმენის საზღვარგარეთ გაყიდვის არაერთი შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა ყველა ვარიანტი დაუფიქრებლად დაიბლოკა.

სოციალური ქსელები და მითუმეტეს ტიკ-ტოკის პლატფორმა ყოველთვის მსუბუქი გულით, თავისებური ენით და კრეატიულობით იქმნება, ოსიმენის დამცირების ან დაცინვის ყველანაირი სურვილის გარეშე.

ნებისმიერ შემთხვევაში, ხაზს ვუსვამთ, რომ თუ ვიქტორი ამ ქმედებაში მის მიმართ რაიმე დამამცირებელს ხედავს, კლუბის მიზანი ეს ნამდვილად არ ყოფილა.“ - ნათქვამია განცხადებაში.