ჟოზე მოურინიომ სამწვრთნელო კარიერის პირადი ანტირეკორდი გადაწერა

ჟოზე მოურინიოს გაწვრთნილ გუნდს არასდროს არ დაუწყია სეზონი ისე ცუდად, როგორც ეს წელს „რომამ" გააკეთა.
დედაქალაქური გუნდი სერია ა-ს მე-6 ტურში „ჯენოასთან" 1:4 განადგურდა და ექვსი მატჩის შემდეგ, გუნდს 18 შესაძლოდან მხოლოდ 5 ქულა აქვს ანგარიშზე.
Football Italia-ს ინფორმაციით, ეს პორტუგალიელისთვის ახალი ანტირეკორდია.
აქამდე, ყველაზე ცუდად „განსაკუთრებულის" გაწვრთნილმა გუნდმა სეზონი 2015/16-წლებში დაიწყო, როცა მოურინიო „ჩელსის" ედგა სათავეში.
მაშინ, ლონდონურმა გუნდმა 6 ტურის შემდეგ 7 ქულა დააგროვა.