ბალოტელი კვარაცხელიაზე: "ეს რომ მესის გაეკეთებინა, ამაზე დიდხანს ისაუბრებდნენ"
იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა მარიო ბალოტელი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა.
ფორვარდმა "უდინეზესთან" ხვიჩა კვარაცხელიას გოლი შეაფასა და ქართველი სამირ ნასრისაც შეადარა.
"კვარაცხელიამ დიდებული გოლი გაიტანა. ეს რომ მესის გაეკეთებინა, დიდხანს ისაუბრებდნენ, იგივე ეხება სამარჯიჩის გოლსაც.
კვარა სერია A-ში ერთ-ერთი უძლიერესი ფეხბურთელია, მაგრამ ნასრი მაინც სხვა იყო. ის იყო ნამდვილი ფენომენი, მასთან ერთად ვთამაშობდი, შთამბეჭდავად ტექნიკური გახლდათ, თვალები ფეხებზეც ჰქონდა ",- თქვა ბალოტელიმ.
ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში 6 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.