ავტორიზაცია

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
თარიღი 29 სექ 2023, 14:11
იტალიის ჩემპიონატში "ნაპოლი" საკუთარ მოედანზე "უდინეზეს" დაუპირისპირდა და 4:1 გაანადგურა.

ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა ნეაპოლელთა ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

კვარაცხელიამ ჯერ პენალტი მოიპოვა, შემდეგ გოლი გაიტანა, ბოლოს კი საგოლე გადაცემა გააკეთა.

აღნიშნული შეხვედრა ქართველ შემტევს 9.4 ქულით შეუფასეს.

Sofscore-მა ტურის სიმბოლური გუნდი შეადგინა სადაც კვარაცხელია ყველაზე მაღალი მაჩვენეით (9.4) მოხვდა.