ავტორიზაცია

ანტონიო კასანო: "სწორი იქნება, თუ ოსიმენი მომავალ წელს ნაპოლიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა"

ანტონიო კასანო: "სწორი იქნება, თუ ოსიმენი მომავალ წელს ნაპოლიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა"
თარიღი 30 Sep 2023, 15:20
ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ  ვიქტორ ოსიმენისა და "ნაპოლის" შორის წარმოშობილ სკანდალზე ისაუბრა, რომელიც ნეაპოლური კლუბის მხრიდან TikTok-ზე ატვირთულმა ვიდეომ გამოიწვია.

კასანოს აზრით, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი აურელიო დე ლაურენტისია, ოსიმენმა კი ნეაპოლელებთან კონტრაქტი არ უნდა გაახანგრძლივოს და კლუბიდან თავიაუფალი აგენტის სტატუსით წავიდეს.

"40 წლის ვარ და ცხოვრებაში პირველად ვნახე, რომ კლუბმა თავის ფეხბურთელს გაცუდებული პენალტის გამო დასცინა. 

ძალიან მძიმეა ის განცხადება, რომელიც კლუბმა გამოაქვეყნა და ფეხბურთელს ბოდიშს არ უხდის, უბრალოდ ამბობს, რომ ოსიმენი შეურაცხყოფილი არ უნდა იყოს, რადგან კლუბმა ზაფხულში 1000 წინადადება უარყო. 

ნაპოლის პრეზიდენტმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ კატასტროფაზე, რომელიც მან გამოიწვია. სწორი იქნება, თუ ოსიმენი მომავალ წელს ნაპოლიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა", - თქვა კასანომ.