ავტორიზაცია

ვაალვიკის დამაიმედებელი განცხადება: "ვაესენი გონზეა და ის საავადმყოფოში მკურნალობს"

ვაალვიკის დამაიმედებელი განცხადება: "ვაესენი გონზეა და ის საავადმყოფოში მკურნალობს"
თარიღი 01 ოქტ 2023, 10:25
ნიდერლანდების ერედივიზიონის მე-7 ტურში "ვაალვიკი" საკუთარ მოედანზე "აიაქსს" მასპინძლობდა. 

მატჩის 84-ე წუთზე როდესაც ანგარიში 2:3 იყო, "აიაქსის" ფორვარდი ბრობი მასპინძელთა მეკარეს ეტიენ ვაესენს შეეჯახა, რის შემდეგაც მასპინძელთა გოლკიპერმა გონება დაკარგა და მინდორზე უგონოდ დაეცა.

ექიმები ფეხბურთელის გონზე მოყვანას რამდენიმე წუთი უშედეგოდ ცდილობდნენ, რის შემდეგაც ფარდა შემოაფარეს და მოედანი ჟურნალისტების თვალის ასარიდებლად, საკაცით დაატოვებინეს.

მატჩის შეწყვეტიდან რამდენიმე საათში "ვაალვიკმა" მოთამაშის მდგომარებასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია გამოაქვეყნა.

''ვაალვიკის ძვირფასო ქომაგებო, შოკირებული ვართ მოედანზე მომხდარი ინციდენტით. სამედიცინო შემოწმებისა და მკურნალობის შემდეგ, ეტიენ ვაესენი გონზეა და ის საავადმყოფოში მკურნალობს. 

მას გამოკვლევებს უტარებენ. ეტიენს ვუსურვებთ დიდ ძალას. ვიმედოვნებთ, რომ ის მალე დაგვიბრუნდება'', - წერს "ვაალვიკის" ოფიციალური გვერდი.