ავტორიზაცია

რუდი გარსია: "ზამბო ანგისა და კვარა თავის დონეს დაუბრუნდნენ"

რუდი გარსია: "ზამბო ანგისა და კვარა თავის დონეს დაუბრუნდნენ"
თარიღი 01 ოქტ 2023, 10:45
გუშინ, სერია A-ს მე-7 ტურში "ნაპოლიმ" სტუმრად "ლეჩე" 4:0 გაანადგურა.

ხვიჩა კვარაცხელიამ ამ შეხვედრაში 58 წუთი ითამაშა და 51-ე წუთზე საგოლე პასიც გააკეთა.

მატჩის შემდეგ რუდი გარსიამ განაცხადა, რომ კვარაცხელია და ზამბო ანგისა საკუთარ სათამაშო დონეს დაუბრუნდნენ.

"ყველა ფეხბურთელი უბრუნდება თავის საუკეთესო დონეს, მაგალითად, ზამბო ანგისა და კვარა, ისინი უკვე 3 თამაშია დაუბრუნდნენ თავის დონეს და ეს გუნდს ეხმარება სტაბილურობაში ",- თქვა ფრანგმა სპეციალისტმა.