ავტორიზაცია

მიქაუტაძემ აიაქსის მთავარ მწვრთნელს თამაშზე უარი უთხრა - ქართველი ფორვარდის გადაწყვეტილების მიზეზი ცნობილია

მიქაუტაძემ აიაქსის მთავარ მწვრთნელს თამაშზე უარი უთხრა - ქართველი ფორვარდის გადაწყვეტილების მიზეზი ცნობილია
თარიღი 01 ოქტ 2023, 12:22
გიორგი მიქაუტაძის ამსტერდამულ კარიერას ცუდი დასაწყისი აქვს, როგორც ESPN-ის ჟურნალისტი კრისტიან ვილაერტი იტყობინება, "ვაალვიკთან" მატჩში, შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი თავად ქართველმა ფორვარდმა თქვა.

როგორც ჟურნალისტი იტყობინება, მას შემდეგ, რაც მიქაუტაძემ და ჩუბა აკპომმა გაიგეს, რომ ისევ სათადარიგო სკამიდან დაიწყებდნენ, თამაშზე უარი თქვეს. 

გამოცემის ცნობით, სტეინი ორივე მოთამაშეს გარემარბის ან 10-იანი პოზიციაზე მოიაზრებს და მათ გამოყენებას ფორვარდად არ აპირებს, რაც მათთვის მიუღებელია.

მიქაუტაძემ და აკპომმა მთავარ მწვრთნელს განუცხადეს, რომ თუ ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე არ მიეცემოდათ შანსი, სათადარიგოთა სკამზე დარჩენა მათთვის უკეთესი ვარიანტი იქნებოდა.

აღსანიშნავია, რომ ჩუბა აკპომს ფორვარდის პოზიციაზე თამაშის საშუალება "მარსელთან" და "სიტარდთან" მიეცა, ხოლო მიქაუტაძემ ორივე შეხვედრა ფორვარდის უკან 10-ანის პოზიციაზე ჩაატარა.