ავტორიზაცია

გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერი გადახდილი თანხის მხრივ აიაქსის ისტორიაში მერვე პოზიციას იკავებს

გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერი გადახდილი თანხის მხრივ აიაქსის ისტორიაში მერვე პოზიციას იკავებს
თარიღი 01 ოქტ 2023, 17:13
საქართველოს ნაკრების ფორვარდს გიორგი მიქაუტაძეს ამსტერდამის "აიაქსში" შანსი პრაქტიკულად არ ეძლევა.

22 წლის თავდამსხმელმა მხოლოდ ორი შეხვედრა ჩაატარა და ისიც არა ფორვარდად, არამედ ათაინის პოზიციაზე.

აღსანიშნავია, რომ ამსტერდამულმა გრანდმა მიქაუტაძის ტრანსფერში 16 მილიონი ევრო გადაიხადა, რაც კლუბის ისტორიაში დალეი ბლინდთან ერთად მერვე საუკეთესო შედეგია.



ამ მხრივ ლიდერი სტივან ბერგვაინი გახლავთ, რომლის ტრანსფერშიც "აიაქსმა" ლონდონის "ტოტენჰემს" 31.25 მილიონი გადაუხადა.