კვარაცხელია: "რეალის ტელევიზორში ყურებით გავიზარდე, მაგრამ დღეს მისი დამარცხება მინდა"
ხვიჩა კვარაცხელიამ მადრიდის „რეალთან" მოახლოვებულ დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა.
„შეუძლებელია, არ იყო ბედნიერი ასეთი საღამოების დროს, როცა ჩემპიონთა ლიგაზე, მადრიდის „რეალს" ეთამაშები საკუთარ სტადიონზე.
„რეალის" არ გვეშინია. მე მათი ტელევიზორში ყურებით გავიზარდე, დღეს კი ამ გუნდის დამარცხება მინდა.", - აღნიშნა ქართველმა ფეხბურთელმა AS-თან საუბარში.
მატჩი „ნაპოლი" - „რეალი" დღეს, „დიეგო მარადონას" სტადიონზე თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.