ხვიჩა კვარაცხელიამ ოქროს ბურთის მოგების ფავორიტი დაასახელა
"ნაპოლის" ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ AS-თან ინტერვიუში ოქროს ბურთის ფავორიტი დაასახელა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვის მიიჩნევს კვარაცხელია წლის საუკეთესო ფეხბურთელად, მან პასუხად ლეო მესი გასცა.
შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთის ჯილდოსთვის ლეო მესი, ერლინგ ჰალანდი და კილიან მბაპე იბრძვიან.
წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოება 30 ოქტომბერს გაიმართება.