ავტორიზაცია

რუდი გარსია: "ფრე უფრო სამართლიანი იქნებოდა"

რუდი გარსია: "ფრე უფრო სამართლიანი იქნებოდა"
თარიღი 04 ოქტ 2023, 12:20
"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ მადრიდის "რეალთან" მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. 

"შედეგით იმედგაცრუებული ვარ, რადგან არ მგონია სამართლიანი. მატჩის სტატისტიკისა და მომენტების გათვალისწინებით, ფრე უფრო იქნებოდა. 

ძალიან კარგად დავიწყეთ, დაწინაურების შემდეგ გოლი შეცდომით გავუშვით, მაგრამ ეს ფეხბურთის ნაწილია და შეცდომა პრობლემა არაა “, - თქვა გარსიამ.

"ნაპოლი" სანაკრებო პაუზამდე ბოლო მატჩს 8 ოქტომბერს, "ფიორენტინასთან" ჩაატარებს.