ავტორიზაცია

ისტორიული გადაწყვეტილება: 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები 6 ქვეყანაში გაიმართება

ისტორიული გადაწყვეტილება: 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები 6 ქვეყანაში გაიმართება
თარიღი 04 Oct 2023, 19:29
2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატი უჩვეულო იქნება. ტურნირი სამ ქვეყანაში გაიმართება. ამის შესახებ The Athletic-ი FIFA-ზე დაყრდნობით იუწყება.

2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ესპანეთი, პორტუგალია და მაროკო უმასპინძლებენ. ამავდროულად, პირველი მსოფლიო ჩემპიონატის ასი წლისთავის საპატივცემულოდ, ურუგვაის, არგენტინისა და პარაგვაის ნაკრებებს მიეცათ საშუალება, პირველი მატჩები სახლში გაემართათ.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ექვსივე გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე ითამაშებს. 

აღსანიშნავია, რომ 1930 წელს ურუგვაის და არგენტინის გუნდებმა ითამაშეს მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ფინალში (მატჩი ურუგვაელებმა 4:2 მოიგეს).