ავტორიზაცია

აიაქსის მთავარი მწვრთნელი: "გიორგი ვარჯიშებზე ძალიან კარგია, თუმცა თამაში უნდა დაიმსახუროს"

აიაქსის მთავარი მწვრთნელი: "გიორგი ვარჯიშებზე ძალიან კარგია, თუმცა თამაში უნდა დაიმსახუროს"
თარიღი 06 ოქტ 2023, 16:17
ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ამსტერდამის "აიაქსი" სტუმრად ბერძნულ "აეკს" დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა.

სამწუხაროდ, ამსტერდამელთა ქართველი ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე კვლავ სათადარიგოთა სკამზე იყო.

"აეკთან" გამართული მატჩის შემდეგ, "აიაქსის" მთავარმა მწვრთნელმა, მორის სტეინმა, გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა:

"აკპომი ბევრად უფრო სწრაფია და უკეთეს ფიზიკურ მდგომარეობაშია, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მიქაუტაძის ნაცვლად მოედანზე მისი შეშვება. 

გიორგი ვარჯიშებზე ძალიან კარგია, თუმცა თამაში უნდა დაიმსახუროს. მის მოედანზე შეშვებას ვალვაიკთან შეხვედრაში ვაპირებდი, თუმცა ის მატჩში შეწყდა. მიქაუტაძე ისეთ გუნდებთან იქნება კარგი, სადაც სივრცეები შეზღუდულია",- განაცხადა სტეინმა.