მაკტომინეი პირველი ფეხბურთელია 2022 წლის იანვრის შემდეგ, რომელმაც პრემიერ ლიგაში 90-ე წუთის შემდეგ ორი გოლი გაიტანა
მანჩესტერ "იუნაიტედის" ნახევარმცველმა სკოტ მაკტომინეიმ გასაოცარი პერფორმანსი შემოგვთავაზა.
შოტლანდიელმა ფეხბურთელმა "წითელ ეშმაკებს" "ბრენტფორდთან" 2-1 გამარჯვება მოუტანა და ეს ყველაფერი, მეორე ტაიმის კომპენსირებულ დროში დუბლით მოახერხა.
შოტლანდიელმა ფეხბურთელმა "წითელ ეშმაკებს" "ბრენტფორდთან" 2-1 გამარჯვება მოუტანა და ეს ყველაფერი, მეორე ტაიმის კომპენსირებულ დროში დუბლით მოახერხა.
ნახევარმცველი მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან 87-ე წუთზე შევიდა, 93-ე და 97-ე წუთზე კი მეტოქის კარი დალაშქრა.
Opta-ს ცნობით, მაკტომინეი გახდა პირველი მოთამაშე 2022 წლის იანვრის შემდეგ, რომელმაც ინგლისის პრემიერ ლიგის მატჩში 90-ე წუთის შემდეგ ორჯერ გაიტანა.
ბოლო მოთამაშე, ვინც იგივე გააკეთა, სტივენ ბერგვაინი იყო, რომელიც დუბლით "სპურსს" "ლესტერის" დამარცხებაში დაეხმარა.