სანჩო იანვარში შესაძლოა სერია A-ს ტოპ კლუბში გადავიდეს
მანჩესტერ "იუნაიტედის" გარემარბი ჯეიდონ სანჩო "იუვენტუსის" სატრანსფერო სამიზნე გახდა.
23 წლის ფეხბურთელი გუნდის მთავარ მწვრთნელ ერიკ ტენ ჰაგთან კონფლიქტის გამო სავარჯიშო პროცესს ჩამოაშორეს. ჯერჯერობით უცნობია ითამაშებს თუ არა ინგლისელი სამომავლოდ "წითელ ეშმაკების" რიგებში.
23 წლის ფეხბურთელი გუნდის მთავარ მწვრთნელ ერიკ ტენ ჰაგთან კონფლიქტის გამო სავარჯიშო პროცესს ჩამოაშორეს. ჯერჯერობით უცნობია ითამაშებს თუ არა ინგლისელი სამომავლოდ "წითელ ეშმაკების" რიგებში.
როგორც The Sun იუწყება, სანჩოს პრეტენდენტთა სიას "იუვენტუსი" შეუერთდა. ტურინულ კლუბს ფეხბურთელის იჯარით დამატება იანვარში სურს, მაგრამ "ბებერი ქალბატონი" იმედოვნებს, რომ მანჩესტერ "იუნაიტედი" ჯედონის ხელფასის ნახევარის გადახდას გააგრძელებს. გარიგება ასევე შეიძლება შეიცავდეს გამოსყიდვის ვარიანტს.