ნაპოლი ოსიმენის შემცვლელს ეძებს - ამ ეტაპზე სამი კანდიდატი განიხილება

თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა შესაძლოა უახლოეს მომავალში "ნაპოლი" დატოვოს.
Calciomercato-ს ცნობით, იტალიის ჩემპიონები უკვე ეძებენ პოტენციურ კანდიდატს, ვინც ნიგერიელ ფორვარდს შეცვლის.
წყაროს ცნობით, ნეაპოლიტანელთა რადარზე გაბრიელ ჟესუსი (არსენალი), ალვარო მორატა (ატლეტიკო მადრიდი) და ჯონათან დავიდი (ლილი) არიან.
დღეს, "ნაპოლი" სერია A-ს მორიგ მატჩს "ფიორენტინასთან" გამართავს.
დღეს, "ნაპოლი" სერია A-ს მორიგ მატჩს "ფიორენტინასთან" გამართავს.