ავტორიზაცია

ჯუნტოლი: "იუვენტუსის მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრაა"

ჯუნტოლი: "იუვენტუსის მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრაა"
თარიღი 09 ოქტ 2023, 15:21
ტურინის "იუვენტუსის" სპორტულმა დირექტორმა კრიშტიანო ჯუნტოლიმ 2023/24 წლების სეზონში გუნდის მთავარ მიზნებზე ისაუბრა. 

"ბებერ ქალბატონს" ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება სურს, რაც გასულ სეზონში ვერ მოახერხა.

"იუვენტუსის" მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრაა. ეს კლუბს საშუალებას მისცემს დაბრუნდეს იმ პოზიციაზე, რასაც ვიმსახურებთ", - თქვა "იუვენტუსის" სპორტულმა დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში "იუვენტუსმა" სერია A-ში მეშვიდე ადგილი დაიკავა.