სრული ფიასკო! საქართველოს ნაკრებს რეიტინგში პორტუგალიამაც გაასწრო

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო რაგბის რეიტინგში ერთი პოზიციით დაქვეითდა.

ამის მიზეზი კი პორტუგალიის ნაკრების მსოფლიო თასების ისტორიაში პირველი გამარჯვება გახდა.
პორტუგალიელებმა მეოთხედფინალში გასულ ფიჯის ნაკრები 24:23 დაამარცხეს, რისი წყალობითაც მე-16-დან მე-13 საფეხურზე დაწინაურდნენ.
