ავტორიზაცია

იუვენტუსი იმედოვნებს, რომ ვლაჰოვიჩი მილანის წინააღმდეგ ითამაშებს

იუვენტუსი იმედოვნებს, რომ ვლაჰოვიჩი მილანის წინააღმდეგ ითამაშებს
თარიღი 10 ოქტ 2023, 12:37
ტურინის "იუვენტუსი" იმედოვნებს, რომ თავდამსხმელი დუშან ვლაჰოვიჩი სერია A-ს შემდეგი ტურის ცენტრალურ მატჩში დაბრუნებას შეძლებს, სადაც "ბებერი ქალბატონი" "მილანს" შეხვდება.

Tuttosport-ის ინფორმაციით, "იუვენტუსი" მილანურ გრანდთან მატჩში სერბის იმედი აქვს, მაგრამ სამედიცინო პერსონალი ჯერ არ არის დარწმუნებული, რომ ფეხბურთელი გამოჯანმრთელებას მოასწრებს.

შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო ვლაჰოვიჩი სერბეთის ნაკრებში ევროპის ჩემპიონატის მოახლოებულ შესარჩევ მატჩებს გამოტოვებს.