ლორენცო ინსინიე ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა იტალიაში დაბრუნდეს
"ტორონტოს" თავდამსხმელი ლორენცო ინსინიემ შესაძლოა MLS-ი დატოვოს და იტალიის ჩემპიონატს დაუბრუნდეს. ამის შესახებ ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იტყობინება.
წყაროს ცნობით, 32 წლის გარემარბის აგენტები იტალიაში კლიენტის დაბრუნების ვარიანტის ძიებაში არიან. აღნიშნულია, რომ ასეთი ტრანსფერის განხორციელება რთული იქნება, ვინაიდან ინსინიე მაღალ ხელფასს ითხოვს (სეზონში დაახლოებით 7,5 მილიონი ევრო).
ინსინიე "ტორონტოს" გასულ ზაფხულს "ნაპოლიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

იტალიელმა ფეხბურთელმა MLS-ში 32 მატჩის ჩაატარა, რომლებშიც 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.