ავტორიზაცია

ნაპოლი ანტონიო კონტეს დანიშვნას განიხილავს

ნაპოლი ანტონიო კონტეს დანიშვნას განიხილავს
თარიღი 10 Oct 2023, 12:21
ანტონიო კონტე შესაძლოა სერია A-ში დაბრუნდეს.

ნეაპოლური ამჟამინდელი მეთაური რუდი გარსია გათავისუფლების პირასაა. კლუბის ხელმძღვანელობას ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება ფრანგ სპეციალისტთან დაკავშირებით, თუმცა უკვე სწავლობს მისი პოტენციური შემცვლელების კანდიდატურებს. 

Sky Sports-ის ცნობით, იტალიის მოქმედი ჩემპიონები ანტონიო კონტეს კანდიდატურას განიხილავენ, რომელიც მარტში "ტოტენჰემიდან" წასვლის შემდეგ უმუშევარია.

"ნაპოლი" სერია A-ში რვა ტურის შემდეგ 14 ქულით მეხუთე ადგილზეა.