21-წლამდელების ვარჯიში ბათუმში - ახალგაზრდული ნიდერლანდებთან მატჩისთვის ემზადება
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, 12 და 17 ოქტომბერს, ბათუმის აჭარაბეთ არენაზე, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპის მატჩებს ნიდერლანდების და შვედეთის 21-წლამდე გუნდების წინააღმდეგ გამართავს.
21-წლამდელებმა დღეს, ბათუმში, ტექნიკური ცენტრის მოედანზე ივარჯიშეს. ტრავმის გამო, მოახლოებულ მატჩებში ახალგაზრდულ ნაკრებს ბერძნული პაოკის ფორვარდი - ვასილიოს გორდეზიანი ვერ დაეხმარება.
გუნდმა, დღევანდელი საწვრთნელი პროცესი არასრული შემადგენლობით ჩაატარა, ლეგიონერები - გიორგი კვერნაძე, ლუკა გაგნიძე და ზურაბ რუხაძე მოსამზადებელ ეტაპს ხვალ შეუერთდებიან.
ბათუმში გასამართი შეხვედრების პირდაპირ რეპორტაჟს, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.
U21 | შემადგენლობა
მეკარეები: ლევან თანდილაშვილი (ლოკომოტივი თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (სამტრედია), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი).
მცველები: გიორგი მაისურაძე (დინამო თბილისი), საბა გოგლიჩიძე (ტორპედო ქუთაისი), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ლუკა ლაცაბიძე (დინამო თბილისი), მუხრან ბაგრატიონი (დინამო ბათუმი), საბა მამაცაშვილი (გაგრა), ზურაბ რუხაძე (მეტა, ლატვია), თორნიკე მორჩილაძე (თელავი), გეგი გეგუჩაძე (ლოკომოტივი თბილისი).
ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია (დინამო თბილისი), ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), გიზი მამაგეიშვილი (საბურთალო), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ნოდარ ლომინაძე (სამგურალი), ირაკლი ეგოიანი (ტვენტე, ნიდერლანდები), დემეტრე გვასალია (კოლხეთი ფოთი 1913), შალვა ოგბაიძე (დენ ბოსხი, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი).
თავდამსხმელები: გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ჯადული იობაშვილი (დინამო თბილისი).
საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა, მიმდინარე საკვალიფიკაციო ციკლის პირველი ორი მატჩი გამარჯვებით დაასრულა. 6 სექტემბერს, რამაზ სვანაძის გუნდმა გიბრალტარს ქუთაისში - 2:0 აჯობა, ხოლო 12 სექტემბერს, კიშინიოვში მინიმალური სხვაობით (0:1) მოლდოვა დაამარცხა.