ავტორიზაცია

თელავს ბერძენი სპეციალისტი უხელმძღვანელებს

თელავს ბერძენი სპეციალისტი უხელმძღვანელებს
თარიღი 10 Oct 2023, 15:31
51 ბერძენი სპეციალისტი გეორგიოს კოსტისი "თელავს" უხელმძღვანელებს.

ამის შესახებ კახური გუნდის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი იტყობინება.

"გეორგიოს კოსტისი დაიბადა 1972 წლის 7 ოქტომბერს ტრიკალაში (საბერძნეთი) - ფეხბურთელობისას გახლდათ გერმანული "ნიურნბერგის", ბერძნული კლუბების ("ირაკლისი", "პანახაიკი", ვოლოსის "ოლიმპიაკოსი) და კვიპროსული კლუბების (ნიქოზიის "ოლიმპიაკოსი", პაფოსის აელ, კატოკოპიასის "დოქსა", არადიპუს "ომონია") მოთამაშე, კარიერა 2011 წელს დაასრულა და ფაქტობრივად, მაშინვე დაიწყო მწვრთნელობა კვიპროსის ცნობილ და ტიტულოვან კლუბ "აპოელში", სადაც 10 წელი გაატარა, გახლდათ ამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პირველი თანაშემწე და ერთხანს, მთავარი მწვრთნელიც", - წერს "თელავის" ფეისბუქ გვერდი. 

შეგახსენებთ, რომ "თელავს" ბოლოს გიორგი მიქაძე ხელმძღვანელობდა, რომელაც კლუბი რამდენიმე დღის წინ დატოვა და თბილისის "საბურთალო" ჩაიბარა.