ავტორიზაცია

ბაიერნი აპირებს სანესთან კონტრაქტი 2028 წლამდე გაახანგრძლივოს

ბაიერნი აპირებს სანესთან კონტრაქტი 2028 წლამდე გაახანგრძლივოს
თარიღი 11 Oct 2023, 12:12
მიუნხენის "ბაიერნი" გარემარბ ლეროი სანეს ახალ გრძელვადიან კონტრაქტს შესთავაზებს.

27 წლის ფეხბურთელის მოქმედი ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულამდეა გათვლილი და ცნობილია, რომ "ბაიერნის" ხელმძღვანელობა კონტრაქტის გახანგრძლივებით არის დაინტერესებული. 

ჟურნალისტ ნიკოლო სკირას განახლებული ინფორმაციით, მიუნხენის გუნდი მზადაა სანესთან მოლაპარაკება რაც შეიძლება მალე დაიწყოს. 

მიუნხენური გრანდი გერმანიის ნაკრების შემტევს 2028 წლამდე ხელშეკრულებას შესთავაზებს.

ლეროი სანემ მიმდინარე სეზონში "ბაიერნის" შემადგენლობაში 11 მატჩში შვიდი გოლი გაიტანა.