ავტორიზაცია

ნაპოლიმ რუდი გარსიას გაშვება გადაწყვიტა, კონტესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს

ნაპოლიმ რუდი გარსიას გაშვება გადაწყვიტა, კონტესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს
თარიღი 11 Oct 2023, 18:53
"ნაპოლიმ" რუდი გარსიასთან განშორება გადაწყვიტა, ამის შესახებ ჟურნალისტი მატეო მორეტო იტყობინება.

აღსანიშნავია, რომ სამშაბათს მთელი დღის განმავლობაში "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ანტონიო კონტესთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. 

სწორედ ამ სპეციალისტის ხილვა სურს ნეაპოლურ კლუბის პრეზიდენტს გუნდის სათავეში.

მოგეხსენებათ, ანტონიო კონტე ექვსი თვეა გუნდის გარეშეა - მას შემდეგ რაც მარტის ბოლოს "ტოტენჰემი" დატოვა.